saqarTvelos platoebi - axalqalaqis plato
პლატო სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. შემოფარგლულია თრიალეთის, აბულ-სამსარის, ჯავახეთისა და ნიალისურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით. სიმაღლე ზღვის დონიდან 1500-2000 მ. აგებულია ქვედამეოთხეული დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. დაფარულია მთის შავმიწა ნიადაგითა და სტეპის მცენარეულობით. პლატოზე გაშენებულია ქ. ახალქალაქი, დაბა ნინოწმინდა, სოფლები: ბარათელი, კუმურდო, ხიზაბავრა და სხვა.